Change the world with your donation

Please update your browser

Together with you we want to make the world a better place, for that we need a web browser that supports current web technology. Unfortunately, your browser is rather old and can't display betterplace.org properly.

It's easy to update: Please visit browsehappy.com and choose one of the modern browsers that are showcased there.

Best from Berlin, your betterplace.org-Team

Eastern Europe’s forgotten exiles – Internally Displaced People in Georgia

Fill 100x100 default

IDPs Georgia, IDPs Ukraine, Project FU Berlin, Abkhazia, South Ossetia

P. Eberle from Ostblick Berlin-Brandenburg e.V.Write a message

ევროპა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო მილიონზე მეტ ადამიანს მოუხდა სახლ-კარის მიტოვება. მათი უსაფრთხო საცხოვრებლით, სამედიცინო მომსახურებით თუ საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასეთ დროს ხშირად უკან დაბრუნებაზე ფიქრიც კი ზედმეტია ან მხოლოდ სიცოცხლის რისკის ფასად არის შესაძლებელი. ვეცნობით რა იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) უმწვავეს პრობლემებს (უსახლკარობა, უმუშევრობა, სოციალურად დაუცველობა და ა.შ.) უკრაინაში, მაშინვე გვახსენდება დევნილთა მდგომარება საქართველოში, სადაც უკვე 20 წელზე მეტია ებრძვიან ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს. ასიათასობით ადამიანი კვლავაც ელის საკუთარ სახლში დაბრუნებას. ხშირ შემთხვევაში ამ მოლოდინის უკან უიმედობა დგას. თანასწორუფლებიანობა და თანაბარი სოციალური პირობების შექმნა ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება საქართველოში. მსგავსად საქართველოსი, უკრაინაშიც უახლოეს მომავალში ძნელად სავარაუდოა ომამდელი მდგომარეობის აღდგენა, რაც აჭიანურებს დევნილთა სამშობლოში დაბრუნების პროცესს. რა ღონისძიებებს უნდა მიმართოს სახელმწიფომ, სამოქალაქო საზოგადოებამ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა იმისათვის, რომ დევნილთა სამშობლოში დაბრუნებამდე მათი სათანადო ინტეგრაციის, განათლების, დასაქმებისა თუ სოციალური უზრუნველყოფის საკითხები დროულად იქნას გადაჭრილი? ჩვენ, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს მტკიცედ გვწამს და გვჯერა, რომ გრძელვადიანი დამანგრეველი შედეგების პრევენცია შესაძლებელი იქნება უკრაინაში, თუკი მხარდაჭერისა და დახმარების პროექტები კოორდინირებულად და დროულად იქნება განხორციელებული. ამისათვის კი საჭიროდ მიგვაჩნია საქართველოს გამოცდილების ანალიზი და მისი გაზიარება უკრაინისთვის. რა ნაბიჯები გადადგა საქართველომ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად? რა როლი აქვთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში გარეშე ფაქტორებს? რა შეცდომები იქნა დაშვებული საქართველოში დევნილთა მიმართ გატარებულ პოლიტიკაში და რისი გათვალისწინება იქნება უკრაინისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? ჩვენი ჯგუფი შედგება ისტორიის, სოციოლოგიის, ეკონომიკისა და პოლიტიკის მეცნიერებების სტუდენტებისაგან. სწორედ ამ მიმართულებებით გვსურს საქართველოსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების ანალიზი და ურთიერთშედარება. ამისათვის აუცილებლად მიგვაჩნია გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების პირველწყაროდან მოპოვება. ჩვენ გავემგზავრებით საქართველოში და შევხვდებით დაზარალებულებს, ექსპერტებს, პროფესორებსა თუ პოლიტიკოსებს. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი კონფლიქტების ნიადაგზე წარმოშობილ პრობლემათა საფუძვლიანი ანალიზი და გადაჭრის გზების ძიება. მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ ჩვენ გავმართავთ საჯარო სემინარს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, რომელზე დასწრებაც ნებისმიერი მსურველისთვის იქნება თავისუფალი. აღნიშნულ სემინარში მონაწილეობას მიიღებენ როგორც გერმანელი, ასევე ქართველი და უკრაინელი სტუდენტები და ამ საკითხით დაინტერესებული პირები.
პროექტის უმეტესი ნაწილის დაფინანსებას შევეცდებით საკუთარი სახსრებითა და შემოწირულობებით. თქვენც გეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოთ პროექტის განხორციელებასა და მისი საბოლოო მიზნის, დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიღწევაში როგორც საქართველოში, ისევე უკრაინაში.

Help to spread this project